1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ბრაზილიელ კოლეგას მაურო ლუის იკერ ვიერიას შეხვდა. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და გლობალური გამოწვევები.
მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს და გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორმხრივ ურთიერთობებში პრიორიტეტული მიმართულებების იდენტიფიცირების კუთხით და სწორედ ამაზე დაფუძნებით ხელი შეუწყონ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
ბრაზილიის მხრიდან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, სულ უფრო იზრდება სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა და არსებული საინვესტიციო პოტენციალი შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს ბრაზილიის ბიზნეს წრეებისთვის.
თავის მხრივ, ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა დაინტერესების შემთხვევაში ბრაზილიას გაუზიაროს გამოცდილება სახელმწიფო სერვისების ეფექტიანი სისტემების დანერგვის თვალსაზრისით. მინისტრები შეთანხმდნენ მიმდინარე წელს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.