ილია დარჩიაშვილი ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ისლანდიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, სორდის კოლბრუნ გილვადოთირს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია მხარეებს შორის ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შემდგომ განვითარებებზე, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოში ისლანდიის თავმჯდომარეობასა და როგორც მიმდინარე პრიორიტეტებზე, ასევე სამომავლო დღის წესრიგზე. ამ მხრივ საუბარი შეეხო ისლანდიაში დაგეგმილ ევროპის საბჭოს სამიტს და მის მოსამზადებელ სამუშაოებს.

მხარეებმა იმედი გამოითქვეს, რომ სამიტის დღის წესრიგში სათანადოდ იქნება ასახული საქართველოს მიმართ ევროპის საბჭოს მხრიდან გამოხატული ურყევი მხარდაჭერა. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ისლანდიას შორის ორმხრივ დღის წესრიგში ბოლო პერიოდში გააქტიურებულ დინამიკას და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ უახლოეს მომავალში საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას.