1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან კატერინა საკელაროპოულოსთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად.
საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან კავშირებს და აღნიშნა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ასევე ხაზი გაუსვა რეგიონის მიმართ საბერძნეთის განსაკუთრებულ დაინტერესებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.