პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა იორდანელ კოლეგასთან და ვიცე-პრემიერთან, აიმან ალ საფადისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობასა და სხვადასხვა სფეროში მისი გაძლიერება-გაღრმავების გზებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და იორდანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას, ვაჭრობის და ტურიზმის ზრდის, ასევე ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობებს. საუბარი ასევე შეეხო მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი რაუნდის ჩატარებას, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი სამართლებრივი ბაზის გაფართოებას. ხაზგასმით აღინიშნა ამ კონტექსტში მაღალი დონის ვიზიტების აუცილებლობა და უახლოესი მომავლისთვის დაიგეგმა პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარება.
გარდა ამისა, მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტული, ასევე მოსალოცი ვიზიტების რაოდენობის გაზრდას და მეტ იმპულსს მისცემს ერებს შორის ცნობადობის ამაღლებასა და დაახლოებას. ამ მხრივ მინისტრები მიესალმნენ საქართველოს მხრიდან იორდანიასთან არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმს
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე მდინარე იორდანესთან მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის და ის ვიზიტით საქართველოში მოიწვია.