1793735401
ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს, სერ ლინდსი ჰოილს შეხვდა
დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარესთან, სერ ლინდსი ჰოილთან შეხვედრა გამართა.
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, თემთა პალატის თავმჯდომარემ საქართველოს ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები და ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე ქვეყნებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების პროცესში.
ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებს“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.












