ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ყველაზე ხშირად შორდებიან
1714146360
ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ ვისაც რაიმე კითხვა აქვს, ისინიც დარწმუნდნენ, რომ საქართველოში ნამდვილად კონკურენტუნარიანი, კარგად ადმინისტრირებული არჩევნები ჩატარდა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ მიანიჭა მანდატი იმისთვის, რომ შემდეგი 4 წელი ქვეყანა „ქართულმა ოცნებამ“ მართოს.
„26 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, რომელიც იყო კარგად ორგანიზებული და ადმინისტრირებული ცესკოს მხრიდან. ქართველ ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, კონკურენტუნარიან გარემოში გამოეხატა კონსტიტუციური უფლება და სასურველი პარტიისთვის ხმა მიეცა. ქართველმა ხალხმა მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ მიანიჭა მანდატი იმისთვის, რომ შემდეგი 4 წელი ქვეყანა „ქართულმა ოცნებამ“ მართოს. ეს არის რეალობა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს ვუსმენთ, თავად გვიჭირს გავიგოთ და გავიაზროთ მათი წუხილის მიზეზები. მათ აქვთ უსაფუძვლო, არგუმენტების გარეშე გზავნილები, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა, 53,931 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი 11.035% პროცენტით გავიდა კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა. საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობამ“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გახარია საქართველოსთვის“.