1758053825
პროკურორი - მან [ეკა გიგაურმა] დაგვიდასტურა, რომ იყო ჩართული უშუალოდ სხვადასხვა ტიპის აქციების დაორგანიზებაში და ასევე, გარკვეული სახის ფინანსური ხარჯები არასამთავრობო ორგანიზაციას გაწეული აქვს აქციისთვის სხვადასხვა ნივთების შესაძენად"

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოძიების კითხვებს დღეს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა უპასუხა. საქმე ეხება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული ითვალისწინებს საბოტაჟის, უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.
პროკურორის განცხადებით, ეკა გიგაურმა დაადასტურა, რომ ჩართული იყო უშუალოდ სხვადასხვა ტიპის აქციების დაორგანიზებაში და ასევე, გარკვეული სახის ფინანსური ხარჯები არასამთავრობო ორგანიზაციას გაწეული აქვს უშუალოდ აქციისთვის სხვადასხვა ნივთების შესაძენად.
"გამოძიების ფარგლებში ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებენ ურთიერთშეთანხმებულად და კოორდინირებულად, და სწორედ ამ ფარგლებში დაისვა დღეს რა თქმა უნდა, კითხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. ამ შემთხვევაში მან [ეკა გიგაურმა] დაგვიდასტურა ის, რომ იყო ჩართული უშუალოდ სხვადასხვა ტიპის აქციების დაორგანიზებაში და ასევე, გარკვეული სახის ფინანსური ხარჯები არასამთავრობო ორგანიზაციას გაწეული აქვს უშუალოდ აქციისთვის სხვადასხვა ნივთების შესაძენად, რომელიც წინააღმდეგობისთვის იყო გამოყენებული", - აცხადებს პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი.