ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს ცალსახა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ერთ-ერთი მთავარი არის ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია. ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში, ნატოს საიუბილეო სამიტის ფარგლებში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო თანმიმდევრულად, პარტნიორებთან ერთად მუშაობს ამ მიმართულებით.
„საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა. ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზია. ამ ღონისძიებების ფარგლებშიც მქონდა კოლეგებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. ეს არის ძალიან ინტერაქციული შეხვედრა, სადაც მინისტრებს აქვთ შესაძლებლობა, გაცვალონ მოსაზრებები სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებით. საქართველოს ყოველთვის აქვს მზაობა, მსგავსი ტიპის დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, ეს პლატფორმა, რომელიც საგარეო მინისტრებისთვის მთავარი სადისკუსიო პლატფორმაა, მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ჩვენი ცალსახა პოზიცია საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან და იმ აქტივობებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვახორციელებთ, რათა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები რეალობად ვაქციოთ“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნატოს საიუბილეო 75-ე სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის სახელით გაიმართა.