პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მიშა მშვილდაძე, რომელიც ბოლო პერიოდში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე ხშირად ჩნდება და სპიკერის როლშია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მასშტაბური აქცია უნდა გაიმართოს, სადაც მთავარი მოთხოვნა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა უნდა იყოს.
მშვილდაძე აზუსტებს, რომ პრემიერის მიმართ წაყენებული ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში იქვე უნდა დაჟერდეს, რომ მომიტინგეები კანცელარიას დალეწავენ.
"ასეთი აზრი მაქვს დიდი ხანია, ორი დიდი აქციით საკითხის გადაწყვეტის ამბავი: იკრიბება დიდი აქცია შაბათს და ამბობს, რომ ხვალ დილამდე ღარიბაშვილი უნდა იყოს გადამდგარი, თორემ ხვალ ზუუსტად აეს იგივე ხალხი შევიკრიბებით და დავლეწავთ კანცელარიას.
გადადგება? - თეკლეს და არ გადადგება და უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ.სულ ესაა..." - წერს მიშა მშვილდაძე.