,,იგი აბსოლუტურად ჯანმრთელად და კარგად გამოიყურება, უფრო მეტიც - ციხიდან პოსტებით ემუქრება საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს, რომ უნდა გააქროს" -მაია ბითაძე მიხეილ სააკაშვილზე

მაია ბითაძე

ჩვენ უკვე თვალნათლივ ვხედავთ, რომ იგი აბსოლუტურად ჯანმრთელად და კარგად გამოიყურება, უფრო მეტიც - ციხიდან პოსტებით ემუქრება საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს, რომ უნდა გააქროს და აღგავოს ქვეყნიდან", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, მაია ბითაძემ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის "ვივამედიდან" ციხეში გადაყვანის მიზეზი, სავარაუდოდ, სამედიცინო დასკვნები გახდა.

"სავარაუდოდ, ძალიან დიდი ხანია უკვე, იძლევა სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა იმის შესაძლებლობას, რომ იგი დაბრუნდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუმცა, ამჟამად, სავარაუდოდ, სამედიცინო დასკვნები გახდა იმის საფუძველი, რომ პატიმარი სააკაშვილი დაბრუნებულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჩვენ უკვე თვალნათლივ ვხედავთ, რომ იგი აბსოლუტურად ჯანმრთელად და კარგად გამოიყურება, უფრო მეტიც - ციხიდან პოსტებით ემუქრება საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს, რომ უნდა გააქროს და აღგავოს ქვეყნიდან," - აცხადებს მაია ბითაძე.