საყურადღებო ინფორმაცია! - რატომ არ უნდა მივირთვათ ტარხუნა ცოცხლად
1744868639
ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.„დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ იმედი აქვს, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი და საბოლოოდ ის ბოროტი რეჟიმი, რასაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, სამუდამოდ აიკრძალება.
„საღად მოაზროვნე საზოგადოება ელოდება საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას, რითაც უნდა დასრულდეს ის უბედურება, რასაც ერქვა სააკაშვილის პარტია და „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტიები. აღარასდროს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ კიდევ ხელისუფლებაში მოხვდნენ.
დიდი მოლოდინი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი თეას {წულუკიანი} ხელმძღვანელობით, ეს საქმე ბოლომდე მივა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველა აგებს პასუხს ამ საშინელებაზე, რაც მათ ჩაიდინეს.
ჩემი მოსაზრებაა, რომ ვინც უკვე დაისაჯა და უნდა დაისაჯოს, აუცილებლად უნდა ჩამოართვან მითვისებული თანხები, თუნდაც სააკაშვილს, რომელიც გადაფორმებული აქვს თავის ოჯახის წევრებსა და ნათესავებზე, ეს თანხა უნდა გადაეცეს საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტს. ყველაფერი ძალიან მარტივად შერჩათ და ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. დღეს დადგა ის დრო, რომ უნდა დასრულდეს კოჰაბიტაცია“, - აღნიშნა ია მეტრეველმა.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები გრძელდება.
დღეს გამართულ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუტა რობაქიძის მკვლელობა იყო.