გვქონდა საშუალება, რომ ძალიან წარმატებულ კომპანიებს გავსაუბრებოდით და სამომავლო თანამშრომლობაზე გვესაუბრა - ბაია კვიციანი

ბაია კვიციანი

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა, რომელიც აშშ-ში პრეზიდენტის მეუღლესთან ერთად იმყოფება, აშშ-ში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა.

„სამუშაო სესიასთან ერთად წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიური ექსპოზიცია, რომელიც აერთიანებდა ადგილობრივ, ძალიან წარმატებულ კომპანიებს. ისეთ კომპანიებს, როგორიც არის „სტარლინკი“, ADOBE, „მაიკროსოფტი“, „მეტა“. გვქონდა საშუალება, რომ მათ გავსაუბრებოდით და სამომავლო თანამშრომლობაზე გვესაუბრა“, - აღნიშნა კვიციანმა.

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. დღეს სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატშიუმასპინძლებს.

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში 23 მარტს გაემგზავრა.