დედამ 14 წლის შვილი აბაზანაში დაახრჩო - საქმეზე გამოძიება დაიწყო (უცხოეთი)
1732309977
მოვამზადეთ და დავაინიცირეთ სამი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს კიდევ უფრო მკაფიო ჩანაწერის გაკეთებას რეზოლუციაში, რაც პრინციპში საქართველოს ოკუპაციის საკითხს, რომელიც წინ უძღოდა უკრაინაში შეჭრას, წარმოაჩენს როგორც ძალიან მნიშვნელოვანს ევროპის უსაფრთხოებისთვის და ევროპაში წესებზე დაფუძნებული უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძემ სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს ჩანაწერი არის ის, რაზეც მთელი საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს და ჩვენი სურვილია, რომ რეზოლუციაშიც იყოს ასე ძლიერად ასახული. გვაქვს მოლოდინი, რომ მაღალი მხარდაჭერით შევა ეს ცვლილებები რეზოლუციაში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გაიმართება დებატები რეზოლუციაზე, რომლის პროექტშიც საუბარია საქართველოზე. კერძოდ, 2008 წლის ომზე და იმაზე, რომ ქვეყნის 2 განუყოფელი ნაწილი დღემდე ოკუპირებულია. ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე ცვლილება მოამზადა, იმისთვის რომ ტექსტი უფრო მეტად გაძლიერებულიყო და გზავნილები უფრო მკაფიო ყოფილიყო