1746023044
"გვექნება გამოსვლა ასამბლეის წინაშე. ვფიქრობ, იქნება განხილული წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით გაგზავნა სტრასბურგში" - თეა წულუკიანი

"სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შევხვდებით და ვფიქრობ, იქნება განხილული წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ იქნეს ასამბლეაზე დაშვებული და გაირიცხოს," - ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატებში დაგეგმილ მონაწილეობაზე საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციას სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფსაც შეხვდება.
"გვექნება გამოსვლაც ასამბლეის წინაშე, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შევხვდებით და ვფიქრობ, იქნება განხილული წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ იქნეს ასამბლეაზე დაშვებული და გაირიცხოს.
ჩვენ მოველით, როდესაც მოლოდინებზეა საუბარი, ფაქტებზე დაფუძნებულ დისკუსიას და არა აღქმებზე საუბარს, ვინაიდან ფაქტები მოწმობს ერთს, რომ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა ამ არჩევნებში, რომ ყველა ის დეპუტატი, რომელიც მიემგზავრება სტრასბურგში არის ლეგიტიმურად დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის წევრი.
საქართველოში შედგა არჩევნები, ეს დაადასტურა ეუთო/ოდირმაც და თუკი განხილვა შედგება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს წარვადგენთ დეტალურად", - აცხადებს თეა წულუკიანი.