იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1769634782
რა შეიძლება განისაზღვროს გრანტად და რატომ არის საჭირო მისი განმარტების დაზუსტება - მმართველი გუნდი შესაბამის საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობს იწყებს. ინიციატივის შესახებ გუშინ, დღის ბოლოს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ისაუბრა. ითქვა, რომ გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას. წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე ვადით.
ინიციატივის მიზნად მმართველი გუნდი ქვეყნის საზღვრებს გარედან საქართველოში არეულობისა და ძალადობის დაფინანსების თავიდან არიდებას ასახელებს.
"გარედან პირდაპირ გვესმის განცხადებები, რომ ეძებენ გზებს, რომ კანონმდებლობით დაწესებულ შესაბამის განაწესებს გვერდი აუარონ, ჩვენს ქვეყანაში შავი ფული ატრიალონ, ამიტომ ჩვენ, ხელისუფლებას და მმართველ გუნდს, რომელიც ვართ პასუხისმგებელი სუვერენიტეტის დაცვაზე, გვაქვს ვალდებულება, რომ საკანონმდებლო სივრცე გვქონდეს ისე მოწყობილი, რათა გარე ჩარევები, მათ შორის, ფინანსური თუ სხვა საშუალებებით, იყოს აკრძალული, მინიმუმამდე დაყვანილი და გვერდით ავლის არავითარი საშუალება აღარ დარჩეს," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.