დასახელდა ავტომობილების 12 ბრენდი, რომელთა მოდელებიც ყველაზე არასანდოა
1737054205
ეს ბრალდებები არის მტკნარი სიცრუე და ამ ბრალდებებს არ ექნება შესაბამისი აღიარება ჩვენი ქვეყნის შიგნით, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საქართველოსთან დაკავშირებით ხუთი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
წილოსანი ასევე აღნიშნავს, რომ ის ევროპარლამენტარები აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომლებსაც "ღიად აქვთ დაფიქსირებული "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირეობა თუ მათივე ხელმძღვანელობა":
"მოდით ვნახოთ ვინ გვაკრიტიკებს, ვინ მოუწოდებს ჩვენს პარტნიორებს რომ არ აღიარონ "ქართული ოცნების" ხელისუფლება - რასა და მისი მსგავსი პოლიტიკოსები, ევროპარლამენტარები, რომლებიც დიდწილად ლობიზმისთვის სხვადასხვა პოლიტიკური გავლენების ქვეშ იმყოფებიან, რომლებსაც ღიად აქვთ დაფიქსირებული "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირეობა თუ მათივე ხელმძღვანელობა. ამიტომ, ეს განცხადებები და ყველა ის რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტში უსამართლოდ იყო მიღებული, სათანადოდ იქნა შეფასებული ქართველი ხალხის მხრიდან. თავისთავად, ჩვენ ვერ შევცვლით გარე ფაქტორებს და პირობებს, რომლითაც შესაძლებელია სხვა ქვეყნებში სხვა პარლამენტებში იმართება პოლიტიკური პროცესები, მაგრამ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ეს არის ობიექტური დასკვნების გამოტანა. შესაბამისად, ეს ბრალდებებიც არის მტკნარი სიცრუე და ამ ბრალდებებს არ ექნება შესაბამისი აღიარება ჩვენი ქვეყნის შიგნით,"- აცხადებს ნინო წილოსანი.