მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გეკა გელაძეს, ბატონ მამუკა მდინარაძეს, რადგან გუშინ ვნახეთ ამ უსამშობლოთა ბოლო გაფართხალება. კარგად ვნახეთ როგორი მშვიდობიანი დამხობა გამოუვიდათ - ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გეკა გელაძეს, ბატონ მამუკა მდინარაძეს, რადგან გუშინ ვნახეთ ამ უსამშობლოთა ბოლო გაფართხალება. კარგად ვნახეთ როგორი მშვიდობიანი დამხობა გამოუვიდათ, რეალურად მშვიდობიანად დაიშალნენ და მიბრძანდნენ სადაც საჭიროა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მანვე მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო მილიონ ასი ათასზე მეტ ჩვენი საზოგადოების წევრს, რომელიც გუშინ მივიდა არჩევნებზე 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენი ქვეყნის მასშტაბით და დააფიქსირა კიდევ ერთხელ თავისი ღირსეული და ქართული ხმა. დააფიქსირა ის ღირსეული პასუხი უსამშობლოთა გაერთიანების და აგენტურის მიმართ ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, რომელიც დაუფარავად და თავხედურად არის გამოსული პოლიტიკურ სცენაზე. პირობას ვაძლევთ მმართველი გუნდის სახელით საზოგადოებას, რომ ჩვენი გუნდი იქნება განუხრელი იმ გეგმის და წინსვლის, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების, რასაც უკვე მეათედ და საიუბილეოდ დაუჭირა ჩვენი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ უწყებას, განსაკუთრებით შსს-ს. ბატონ გეკა გელაძეს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ბატონ მამუკა მდინარაძეს, რადგან გუშინ ვნახეთ ამ უსამშობლოთა ბოლო გაფართხალება და მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ შემოეტანათ ჩვენს ქვეყანაში არეულობა, ესკალაცია და თავისი მოკლე ჭკუით დაბრენდილი „მშვიდობიანი დამხობა“. კარგად ვნახეთ როგორი მშვიდობიანი დამხობა გამოუვიდათ, რეალურად მშვიდობიანად დაიშალნენ და მიბრძანდნენ სადაც საჭიროა“, - აღნიშნა კირცხალიამ.