„ჩემო ლამაზო გოგო, ტრაგედიაა შენი გარდაცვალება...“ - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1785424774
მიზანია მოირყეს კრიტერიუმები, მოხდეს ყველაფრის დესაკრალიზაცია და შემდეგ თუ ყველაფერი მოსულა, ბუნებრივია ასეთ პირობებში და წესებში იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია მეტის კადრება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ტრადიციებისა და რელიგიის შეურაცხყოფაზე საუბრისას.
გურამ ნიკოლაშვილის თქმით, ადამიანებს გამიზნულად ატრენინგებენ და ასწავლიან ამას როგორც ხავერდოვანი რევოლუციის მექანიზმებს.
„თავდაპირველად, რასაც მოჰყვა კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია და ალბათ ეს ყველაზე კარგად საქართველოს საპატრიარქომ ჩამოაყალიბა, ძალადობას, მითუმეტეს ჩვენნაირ ქრისტიანულ კულტურაში, ძალადობით ვერ აღმოფხვრი. შესაბამისად, არ უნდა გაჩნდეს წახალისება, მანკიერმა ქმედებებმა არ უნდა წაახალისოს მეორეს მხრივ ერთგვარი ინდულგენცია, რომ ეს ვიღაც აღშფოთდა და შემდეგ მიმართა ძალადობრივ ქმედებებს. ასე არ შეიძლება, ცივილიზებულ სამყაროში და კულტურაში ასე არ იქცევიან. აქ ჩნდება კითხვა, კი მაგრამ აბა რა ვქნათ, ვინაიდან ყველას გვესმის, რომ არსებობს რაღაც ზღვარი, სადამდეც არეგულირებს ჩვენ საზოგადოებრივ თანაცხოვრებას წესები, კანონი, სამართალი, კოდექსი და შესაძლოა ჩივილი. ეს კანონები გამკაცრდა სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა რეგულირებული კოდექსის მიღმა სივრცე რაც რჩება, იქ მან მოახერხოს საზოგადოებრივი წესრიგის არევა და ამის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება.
ადამიანებს გამიზნულად ატრენინგებენ და ასწავლიან ამას როგორც ხავერდოვანი რევოლუციის მექანიზმებს. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, ეს გამოიყენება ამისთვის, მაგრამ მისი მიზანია მოირყეს კრიტერიუმები, მოხდეს ყველაფრის დესაკრალიზაცია და შემდეგ თუ ყველაფერი მოსულა, ბუნებრივია ასეთ პირობებში და წესებში იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია მეტის კადრება“, - აღნიშნა მან.