„ჩვენი ურთიერთობა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა...“ - ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინცი დაშორდნენ
1785431447
ჩინეთის საგარეო უწყებამ უარყო Reuters-ის ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი ირანში 300-დან 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებს გააგზავნის.
Reuters-ის ცნობით, შეიარაღების ღირებულება 60-დან 70 მილიონ დოლარამდეა შეფასებული.
„ეს ცნობები ცრუ და სრულიად უსაფუძვლოა. ჩინეთის როლი ყოველთვის იყო მშვიდობის ხელშეწყობა და კონფლიქტის დასრულება“, - განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩებოდა სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდიდა.