„ჩემო ლამაზო გოგო, ტრაგედიაა შენი გარდაცვალება...“ - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1785424774
შეუძლებელია ყველაფერზე მიიღო კანონი, თუმცა უნდა ჩანდეს რასთან გვაქვს საქმე და უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, ხელშეწყობილი და ის, რომ იმ პოდკასტს თავისი მფლობელი და დამფინანსებელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა სიძულვილის ენაზე საუბრისას.
მისივე თქმით, საზოგადოებამ ნახა გამოხმაურება აშშ-ს საელჩოს მხრიდან, სადაც ნათქვამია, რომ მხარს უჭერენ სიტყვის თავისუფლებას.
„საქართველოში არ არსებობს არც ერთი ისეთი შემზღუდავი კანონი, რომლის ანალოგიც იმავე დასავლეთში არ არსებობდეს. ეს განაპირობა სწორედ ამ ტიპის აქტივიზმმა, რომელიც არის აგებული სიძულვილზე, შეურაცხყოფასა და ძალადობაზე“, - აღნიშნა ნიკოლაშვილმა.