გურამ მაჭარაშვილი შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - "თურმე, თუ ადამიანს ხანგრძლივად არ გააუპატიურებ, შენ არ ითვლები დამნაშავედ, ეს არის მათი "სამართლიანობა" და "ევროპული მართლმსაჯულება"

მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეფასებები მოჰყვა. საუბარია შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ არ მოხდეს დეპორტაცია იმ ერიტრეელი მიგრანტისა, რომელმაც 16 წლის გოგო გააუპატიურა, მხოლოდ იმიტომ, რომ "გაუპატიურება საკმარისად დიდ ხანს არ გრძელდებოდა."

"ხალხის ძალა" ევროპული სამართლის მცდარ მიდგომებზე საუბრობს და ასევე, იხსენებს, საქართველოსთან დაკავშირებით შვედეთის მთავრობისა და ამავე ქვეყნის ელჩის განცხადებებს, რომელიც აქტივისტების რადიკალურ ქმედებებს ახალისებდა და მუდმივად საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული.

"ჩვენ კარგად გვახსოვს შვედეთის ელჩის გამოსვლები რადიკალების სასარგებლოდ, საქართველოს საწინააღმდეგოდ. ამ დროს კი, გამოჩნდა Deep state-ის მიდგომა შვედეთის მართლმსაჯულებაში, რომელზეც ამბობენ, რომ ევროპული მართლმსაჯულებაა, რომ თურმე თუ ადამიანი ბოლომდე კარგად არ გააუპატიურებს თავის მსხვერპლს, ის არ არის დამნაშავე. ეს არის მათი "სამართლიანობა" და "ევროპული მართლმსაჯულება." როცა ქართულ მართლმსაჯულებაზე საუბრობენ და ადარებენ ევროპულ მართლმსაჯულებას, თურმე ეს მაგალითი ყოფილა ევროპული მიდგომა - თუ ადამიანს ხანგრძლივად არ გააუპატიურებ, შენ არ ითვლები დამნაშავედ. ეს არის მათი ევროპული მიდგომა და "სამართლიანი სტანდარტი," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.