რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი? - მათემატიკური მოდელის პასუხი
1761326600
“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას ეხმიანება, რომელიც “ჭიათურობა 2025-ის” ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა პერფორმანსმა გამოიწვია.
მისივე შეფასებით, ყველა, ვინც ამ ბავშვებს აგინებს საქართველოს სიყვარულის გამო, უსამშობლო ნაძირალები არიან.
“ჭიათურაში ბავშვებმა თეატრალური დადგმა წარმოადგინეს, რომლის კულმინაცია იყო საქართველოს გაერთიანება. სკოლის მოსწავლეებმა, ჰიმნის თანხლებით დროებით ოკუპირებული რეგიონებით გააერთიანეს საქართველო. p.s. ყველას, ვინც ამ ბავშვებს აგინეთ საქართველოს სიყვარულის გამო, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა - ვინ ხართ, რა ჯიშის რა რჯულის უსამშოლო ნაძირლები ხართ?” - წერს ქადაგიძე.