ცნობილია მერაბ დვალიშვილის დაბრუნების თარიღი და მეტოქე
1765139668
ევროკომისიის სარეკლამო ანგარიში დაიბლოკა, - განაცხადა ილონ მასკის მფლობელობაში მყოფი სოციალური ქსელ X-ის პროდუქტ-მენეჯერმა, ნიკიტა ბირმა. მან ევროკომისია მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი ბმულის განთავსებაში დაადანაშაულა. კერძოდ, მისი თქმით, ბმული განზრახ იყო განთავსებული ისე, რომ მომხმარებლებს ვიდეო ეგონათ, ამის მიზანი კი „წვდომის ხელოვნურად გაეზარდა იყო“.
ევროკავშირის „ციფრული სერვისების შესახებ“ კანონის დარღვევის გამო X-ის დაჯარიმების შესახებ პოსტს ევროკომისიამ მართლაც მიაბა ვიდეორგოლი, რომელზე დაწკაპუნებისას მომხმარებელი ავტომატურად გადადიოდა ევროკომისიის ვებგვერდზე, სადაც შესაბამისი პრესრელიზია განთავსებული.
ევროკომისიას სოციალური ქსელის მიმართ პრეტენზიები სამი მიზეზით გაუჩნდა: X-ის უარი, მიაწოდოს რეგულატორებს სარეკლამო კამპანიების შესახებ სრული მონაცემები, რაც შესაძლებელს გახდიდა მათი ორგანიზატორების იდენტიფიცირებას; საჯარო მონაცემების ავტომატიზებული შეგროვების აკრძალვა X-იდან მესამე მხარის აპლიკაციების მიერ; და „ლურჯი ნიშნის“ (Blue Checkmark) წარმოდგენა X-ზე, როგორც ინსტრუმენტის, რომელიც თითქოსდა ადასტურებს, რომ ანგარიში რეალურ პირს ეკუთვნის.
ილონ მასკმა ევროკომისიის პოსტს სიტყვით „სისულელე“ (bullshit) უპასუხა, რის შემდეგაც ევროკავშირის გაუქმების შესახებ რამდენიმე მოწოდება გააკეთა.