რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში, აშშ-ის საკონსულოში შეჭრის მცდელობისას დემონსტრანტებს ცეცხლი ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა გაუხსნეს, – ამის შესახებ „როიტერი“ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
ინციდენტი ყარაჩიში პირველ მარტს მოხდა. ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ დემონსტრანტები აშშ-ის საკონსულოში შეჭრას შეეცადნენ. მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 10 ადამიანი.
„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ვერ დაადასტურეს, რომ მომიტინგეები უშუალოდ ამერიკელი საზღვაო ქვეითების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ. მათ ასევე არ იციან, ესროლეს თუ არა დემონსტრანტებს ადგილზე მყოფი კერძო დაცვის კომპანიისა თუ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებმა.
ყარაჩის პოლიციის წარმომადგენელმა „როიტერის“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მომიტინგეებს ცეცხლი აშშ-ის საკონსულოს შიგნიდან გაუხსნეს.
ცნობისთვის, პაკისტანში, ირანის შემდეგ ყველაზე მეტი შიიტი ცხოვრობს. 2 მარტს ხელისუფლებამ აკრძალა ქვეყანაში საპროტესტო აქციების ჩატარება. მიუხედავად ამისა, დემონსტრაციები უკვე დაგეგმილია როგორც ყარაჩიში, ისე ლაჰორიში.