1759754460
გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების საკითხი დამთავრებულია, „გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა“

„ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების საკითხი დამთავრებულია, პროცესები სწრაფად განვითარდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამართლებრივად გაკეთდება ყველაფერი, რომ საქართველოში „ნაცმოძრაობა“ და მათი ფილიალები აღარ არსებობდნენ.
„იმდენად შეიძლება დეგრადირდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მათი გაუქმების პროცესში საკუთარი წარმომადგენელიც კი ვერ გაუშვან. ეს მათი ქმედებების შედეგია. ვისაც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა უნდა, პოლიტიკური ტრიბუნა უნდა გამოიყენოს. ამ ხალხმა პარლამენტისა და საკრებულოს ტრიბუნები დათმო. საზოგადოებას ეუბნებოდნენ, ქუჩაში გასულიყვნენ. ქუჩის პროტესტს მაშინ აქვს აზრი, როცა პარლამენტისა და საკრებულოს ტრიბუნას გართმევენ. როცა ხალხმა აგირჩია და მანდატი არ გამოიყენე, ასეთ შემთხვევაში, ქუჩის პროტესტს აზრი არ აქვს. ტრიბუნები ჰქონდათ და ვერ გამოიყენეს. „გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა“. სამართლებრივად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში „ნაცმოძრაობა“ და მათი ფილიალები აღარ არსებობდნენ. მარცხის გარდა რას ელოდებოდნენ, როცა ოპოზიციის ლიდერად ჯერ სალომე ზურაბიშვილი დააყენეს, შემდეგ პაატა ბურჭულაძე?“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.