გურამ მაჭარაშვილი: მიხეილ ყაველაშვილი უპირისპირდება ნებისმიერ ძალას, რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის

გურამ მაჭარაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურამ ოპოზიციაში შოკი გამოიწვია და სიხარული იმ ადამიანებში, ვინც ქართულ იდენტობას პატივს სცემს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურამ ოპოზიციაში შოკი გამოიწვია და სიხარული იმ ადამიანებში, ვინც ქართულ იდენტობას პატივს სცემს. მიხეილ ყაველაშვილი ქართული იდენტობისა და პრინციპულობის სიმბოლოა. ქართველმა ხალხმა ნახა, რომ ის უპირისპირდება ნებისმიერ ძალას, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის. ის იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი წინა ორი პრეზიდენტის მიერ გაფუჭებულ საქმეებს გამოასწორებს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ახალ პრეზიდენტს ამერიკული მოედლით დაკომპლექტებული 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს, რასაც ადმინისტრირებას ცესკო გაუწევს. ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი - 29 დეკემბერს.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება.