გურამ მაჭარაშვილი: იმ ფონზე, როცა თავად ელისაშვილმა აღიარა ჩადენილი ქმედება - ტერორისტული აქტი, ALDE-ს პასუხი შეიძლება ვთარგმნოთ ასე: „ტერორისტია, მაგრამ ჩვენია“

გურამ მაჭარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, ეხმიანება ALDE-ს მიერ გავრცელებულ პასუხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

მაჭარაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც თავად ალეკო ელისაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება, ტერორისტული აქტი, ALDE-ს მიერ გაცემული პასუხი შესაძლებელია ითარგმნოს შემდეგნაირად: „ტერორისტია მაგრამ ჩვენია“.

„ანუ ALDE-მ ელისაშვილზე თქვა: „ცუდი ბიჭია, მაგრამ ჩვენი ბიჭია“.

იმ ფონზე როცა თავად ელისაშვილმა აღიარა ჩადენილი ქმედება (ტერორისტული აქტი), ALDE-ს ეს წინადადება შეიძლება ვთარგმნოთ ასე: „ტერორისტია, მაგრამ ჩვენია““- წერს გურამ მაჭარაშვილი.

ინფორმაციისთვის, ALDE-მ გაავრცელა პასუხი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე: „რა თქმა უნდა, ALDE ასეთ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად გასაგებია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებდით ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ან ქიმიური იარაღის გამოყენებას მოქალაქეებზე“.