კანადაში მედდამ ავარიის მსხვერპლის გადარჩენა სცადა, რომელიც მისი შვილი აღმოჩნდა
1753381002
სამწუხაროდ, დიდი ბრიტანეთის საელჩოს კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი, ამის შემდეგ შეიძლება, მათ განცხადებაზე გაკეთდეს კომენტარი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საელჩო როდესაც ხარ და ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივ აქციებს აფინანსებ და თან კიდევ ჭკუას ასწავლი ადგილობრივ, ეროვნულ ხელისუფლებას, რომელსაც ხალხი ირჩევს ევროპულ ღირებულებასთან კავშირში არ არის.
„დიდი ბრიტანეთის საელჩომ ჯერ ქართველ ხალხს კითხვებზე გასცეს პასუხი, რატომ აფინანსებდა საქართველოში ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც საჯაროდ არიან მხილებულები ძალადობრივ აქციებში და რევოლუციურ პროცესებში, თან ამას არც უარყოფენ. ასევე პასუხი გასცენ იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელიც საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ ჩარევაა. ამის შემდეგ მისცენ თავს უფლება , რომ რაღაც განცხადებები გააკეთონ. ამ განცხადებაზეც ემჩნევათ, რომ პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არიან ჩართული, რაც მათი საქმე არ არის. საელჩოს საქმე არ არის არც პოლიტიკაში და არც შიდასახელმწიფოებრივ პროცესებში ჩართვა, პირდაპირი შეურაცხყოფაა. ეს ევროპული ღირებულება არ არის. ევროპული ღირებულებაა პარტნიორულ ურთიერთობებზე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ღირებულებაა. საელჩო როდესაც ხარ და ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივ აქციებს აფინანსებ და თან კიდევ ჭკუას ასწავლი ადგილობრივ, ეროვნულ ხელისუფლებას, რომელსაც ხალხი ირჩევს – საერთოდ კავშირში არ არის ევროპულ ღირებულებასთან. სამწუხაროდ, დიდი ბრიტანეთის საელჩოს კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი და ამის შემდეგ შეიძლება, კომენტარი გაკეთდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოსთან ერთად მუშაობდა „კიბერმედეგობის გასაძლიერებლად და ამ შეტევის საჯაროდ დასამტკიცებლად, მაგრამ „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც“.