გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კუნთებს გვეთამაშებით აქ შედარებით პატარა სახელმწიფოს და დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ხმას ვერ იღებთ

გურამ მაჭარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც შედარებით პატარა სახელმწიფოს „კუნთებს ეთამაშებიან“ და აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმას ვერავინ იღებს, რომელმაც არა მხოლოდ ლგბტ-პროპაგანდა აკრძალა, არამედ თქვა, რომ ის შევა ლოცვებით და ღირებულებებით სკოლებში.

„ტრამპმა საერთოდ ისეთი ბრძანება მიიღო, რომ არა მხოლოდ ლგბტ-პროპაგანდა აკრძალა, არამედ თქვა, რომ ის შევა ლოცვებით და შევა ღირებულებებით სკოლაში. რა გამოდის, რომ ჩვენ კუნთებს გვეთამაშებით აქ შედარებით პატარა სახელმწიფოს და უფრო უარეს განცხადებებს აკეთებს კარგი გაგებით, პოზიტიური გაგებით ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და ხმას ვერ იღებთ იმის წინააღმდეგ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ბრიუსელი ადასტურებს, რომ დიპლომატიური პასპორტების დასჯა, მითითების გაუთვალისწინებლობის და იმ ორი კანონის გამო გადაწყდა, რომლის არსს ამერიკის 47-ე პრეზიდენტიც იზიარებს, გამჭვირვალობა და ოჯახური ღირებულებები - ბრძოლა ამ ღირებულებების დამცავი კანონების წინააღმდეგ ბევრ თვეს ითვლის. ეს პრეისტორია მმართველ გუნდს უდასტურებს შეფასებას, რომ ბრიუსელის ნაბიჯი სადამსჯელო ხასიათის იყო.