გურამ მაჭარაშვილი „ბიბისის“ ფილმზე: ეს ემსახურება იმ მიზანს, რომ საქართველოში როგორმე მოახერხონ რადიკალური პროცესების მასშტაბების გაზრდა და მუხტის აწევა. საზოგადოებამ დაინახა როგორ აქვს ფარდა ჩამოხსნილი „გლობალური ომის პარტიას“

გურამ მაჭარაშვილი

ეს ემსახურება იმ მიზანს, რომ საქართველოში როგორმე მოახერხონ რადიკალური პროცესების მასშტაბების გაზრდა და მუხტის აწევა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საქართველოში საზოგადოებამ დაინახა უკვე და არა მარტო საქართველოში, თუ როგორ აქვს ფარდა ჩამოხსნილი თავიდან ბოლომდე „გლობალური ომის პარტიას“.

„რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე, როგორც აღვნიშნე, ეს ემსახურება იმ მიზანს, რომ საქართველოში როგორმე მოახერხონ რადიკალური პროცესების მასშტაბების გაზრდა და მუხტის აწევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში საზოგადოებამ დაინახა უკვე და არა მარტო საქართველოში, თუ როგორ აქვს ფარდა ჩამოხსნილი თავიდან ბოლომდე „გლობალური ომის პარტიას“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მისივე განცხადებით, საპროტესტო მუხტის გაღვივების კუთხით ეს შედეგს ვერ მოიტანს.

„იმიტომ ვერ მოიტანს, რომ თავიდანვე ტყუილს მოკლე ფეხები კი არა, ამ ტყულს საერთოდ ფეხები არ აქვს. თვითონ აიხლართნენ ამ დეზინფორმაციებში. „ბიბისი“ მტკიცებით ფორმაში ამბობს ეს იარაღი იყო გამოყენებული, ოღონდ ამბობს წყაროზე დაყრდნობით და ის წყარო ამბობს, მე არაფერი გამომიკვლევიაო“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.