გურამ მაჭარაშვილი BBC-ზე: რადგან ყველა ველზე წააგეს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, გადაწყვიტეს, რომ შტურმი ყოფილიყო უფრო ძლიერი, ყველაზე მთავარი იარაღი ამ დროს არის დეზინფორმაცია

გურამ მაჭარაშვილი

რადგან ყველა ველზე წააგეს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, გადაწყვიტეს, რომ შტურმი ყოფილიყო უფრო ძლიერი, ყველაზე მთავარი იარაღი ამ დროს არის დეზინფორმაცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი დეზინფორმაციის გავრცელებას კორუფციას უკავშირებს.

“მინდა საზოგადოებას შევახსენო 3 წლის წინანდელი სურათი, როცა საზოგადოებას სიმართლე ვუთხარით “ხალხის ძალამ”, რომ მსოფლიოში არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ჯერ ჩვენ, “ხალხის ძალამ” შევძელით და მერე ხელისუფლებას მიეცა საშუალება, რომ მანაც დაიწყო სიმართლის თქმა, რაც მთავარია საზოგადოებამ მოახერხა სწორი პოზიციონირება და ვერ შეძლეს მეორე ფრონტის გახსნა, ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ. შემდეგ არ გამოუვიდათ ლგბტ კანონის თავსმოხვევა, ანუ არ გამოუვიდათ კაცების გათხოვების დაკანონება. არ გამოუვიდათ უკანონოდ ხელისუფლების შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ხელისუფლება, რომელზეც პირდაპირ ამბობდნენ, რომ ომს დავაწყებინებთო. არ გამოუვიდათ 2024 წლის რევოლუციური სცენარები და არ გამოუვიდათ ე.წ. დამხობა. ეს ყველაფერი რომ არ გამოუვიდათ გადაწყვიტეს, რომ შტურმი ყოფილიყო უფრო ძლიერი, ყველაზე მთავარი იარაღი ამ დროს არის დეზინფორმაცია. მე არაფერი ვიცი, ამბობს წყარო, არ გამომიკვლევია და ამ დროს BBC მტკიცებით ფორმატში ამბობს, რომ ეს იარაღია გამოყენებული. ეს რას ნიშნავს? კორუფციაა თავიდან ბოლომდე. ეს ჩვენ არც გაგვიკვირდება, BBC-იმ მოახერხა და აშშ-ს პრეზიდენტი აპირებს მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას და რაც მთავარია BBC-იმ აღიარა ეს ფეიკნიუსი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.