გულწრფელი წამოცდენაა ნინო ლომჯარიასგან, ლომჯარიასნაირი ანგარებიანი მონა - მოქალაქეები სხვებზე მანიპულირებენ და ცრუ მოლოდინებს უქმნიან მიმდევრებს - გია აბაშიძე

გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის გამართულ მარშზე ნინო ლომჯარიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს აქციაზე იწვევს და წამოცდენით სიტყვა -„მონას“ ამბობს.

„გულწრფელი წამოცდენაა ნინო ლომჯარიასგან, რაც ახასიათებთ „ნაცბაბლის“ ტრაგიკომიკურ სპიკერებს.

ლომჯარიასნაირი ანგარებიანი მონა-მოქალაქეები კი სხვებზე მანიპულირებენ და ცრუ მოლოდინებს უქმნიან მიმდევრებს.

26 ოქტომბრის სამართლიან საზოგადოებრივ ვერდიქტამდე რამდენიმე დღე დარჩა“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.