სპეცოპერაცია სასაფლაოზე! - ვაკეში, მოკლული ბიზნესმენის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1742241765
საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთისთვის 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა. 4 წელს დაემატა 8 წლიანი სასჯელი, რომელიც სასამართლომ ექსპრეზიდენტს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე შეუფარდა და საბოლოო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვის ვადით განესაზღვრა.
საზღვრის უკანონო კვეთისა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეებზე გამოტანილი განაჩენების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გააკეთა კომენტარი.
"გული მწყდება იმაზე, რომ ჩემ შვილს არ ეყო დავით აღმაშენებლის მაგალითი, ილია ჭავჭავაძის მაგალითი, ზვიად გამსახურდიას მაგალითი, კოსტავას მაგალით, დაკრა ფეხი, წამოვიდა და ჩაბარდა ჯალათებს. ეს არის რაც მოხდა," - ამბობს გიული ალასანია.
პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე, პოლიტიკურად შეკერილია.
"მისი ეშინიათ, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპონენტის და მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიშა სააკაშვილი იყოს საკანში და იზოლირებული. ამაზე 4 წლის და 6 თვის მისჯა, თანაც არსებულ ვადაზე ზევიდან დამატება, არის მართლაც უპრეცედენტო, იურიდიული აბსურდი და პოლიტიკურად შეკერილი საქმე თავიდან ბოლომდე," - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.