პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბატონ ვაშაძეს და "ლელოს“ არ უნდათ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, პროევროპელობას იბრალებენ და სინამდვილეში არ უნდათ, რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს.
„იმ ხალხმა გვითხრა: გინდათ ევროკავშირი? - დასხედით, 12 პუნქტზე ერთად იმუშავეთო. მე ვარ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, სადაც არის ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფში. მე ამ სამუშაო ჯგუფში ვარ და ძალიან კარგად მიდის მუშაობა. სხვებზე ვერ ვიტყვი. მოლოდინი, რა თქმა უნდა, მქონდა, რომ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ძალიან ტაატით და ჭრიალით წავიდოდა ეს ამბავი, მაგრამ ეგ არის. უნდა დაჯდე და იმუშაო. სადაც პრობლემაა უნდა იბრძოლო, სადაც სამუშაოა უნდა იმუშაო, მაგრამ ზოგს უბრალოდ მუშაობა ეზარება. რას ნიშნავს აზრი არ აქვს?! - შეგვიყვანოს ევროკავშირში ვაშაძემ იქნებ რამე სხვა გზა იცის, წამოვწვებით ჩვენ მხართეძოზე და შევწვავთ მწვადს. რას ნიშნავს ფარსია და არ ვმონაწილეობ, მაშინ გვითხარი რა არ არის ფარსი, მაშინ გვითხარი როგორ გახდება საქართველო ევროკავშირის კანდიდატი. იმ სამუშაო ჯგუფში, რომ დასხდნენ და იმუშაონ რა მოხდება?!
ჩვენი შვილების მომავალზეა ლაპარაკი და ჩვენი სახელმწიფო იქნება თუ არა ცივილიზაციის ნაწილი. ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რასაც ისინი აკეთებენ.
როევროპელობას იბრალებენ და სინამდვილეში არ უნდათ, რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს. იყო ოპოზიციაში ხალხი, ვინც დადიოდა ბრიუსელში და სტრასბურგში და ეუბნებოდა ევროპელ პოლიტიკოსებს, რომ არ მისცეთ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაო, გიორგი კანდელაკს ვგულისხმობ და ზუსტად იგივე ნაბიჯია, ეს არის საბოტაჟი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, როდესაც ევროკავშირი გეუბნება, რომ თუ გინდა კანდიდატი გახდე ესა და ეს ერთად გააკეთეთო და შენ ამ დროს გამოდიხარ და იძახი, რომ ეს ფარსია“, - განაცხადა ელისაშვილმა.