1692302192
გონჩარენკოები და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ უნდა შევიდეთ ისეთ დაპირისპირებაში, რომელიც საქართველოში ნგრევას გამოიწვევს - გიორგი ვოლსკი ევროსაბჭოს დებატებზე

სტრასბურგში საქართველოს შესახებ გამართულ დებატები პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. "საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ განთავისუფლების მოწოდება" - ამ სახელწოდებით, დებატი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიმართა.
PACE-ის წევრებმა ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. დებატს დეპუტატების მხოლოდ მცირე ნაწილი ესწრებოდა. სტრასბურგში იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. მანამდე ისინი PACE-ის პრეზიდენტს შეხვდნენ. ევროსაბჭოში დებატები "ქართული ოცნების" გარეშე გაიმართა. სახელისუფლებო პარტიისთვის ასამბლეაში გამართული დებატები, ალტერნატიული აზრის გარეშე მსჯელობაა.
"არის მცდელობა, რომ რაღაც ტრენდი დაინერგოს რუსეთისკენ სვლის, მაგრამ დღევანდელი ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია იმ ძველი ტრენდისგან და მოძველებული, ყავლგასული, დაობებული თუ დახავსებული პროპაგანდისტული ფანდებისაგან. 13 წლის განმავლობაში, საქართველომ რომელი ნაბიჯი გადადგა ისეთი, რომელიც რუსეთს შეუწყობდა ხელს უპირატესობის მოპოვებაში, განსხვავებით იმ ხელისუფლებისაგან, რომელიც 2012 წლამდე გვყავდა?!
საქართველოს 20% ოკუპირებულია, დამიზნებული გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო არმადის იარაღი, ყოველდღიურად, ვცხოვრობთ ამ დაძაბულ ვითარებაში და გონჩარენკოები და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ უნდა შევიდეთ ისეთ დაპირისპირებაში, რომელიც საქართველოში ნგრევას გამოიწვევს," - აცხადებს "ქართული გიორგი ვოლსკი.