მამაკაცს 14 წელი ხელფასი ისე ერიცხებოდა, რომ სამსახურში არ უვლია
1786363560
მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი ომის დროს აფხაზეთში, არაფერი მსგავსი იქ არ ყოფილა. მაქვს ამის დამადასტურებელი საბუთები, რომლებსაც გადავცემ პროკურატურას, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, რომელიც გენერალურ პროკურატურაში გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში იკითხება.
როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, დოკუმენტებში ნათლად იქნება ნაჩვენები აფხაზი ტყვეების გადაცემა აფხაზური მხარისთვის.
„ბარამიძე არის გარეწარი, ისევე როგორც სააკაშვილი არის გარეწარი, რომელსაც არაფერი საქმე არ ჰქონია აფხაზეთში და თურმე ბარამიძესთან ერთად დადიოდნენ ტყვეების გასაცვლელად, ეს არის სულ სიცრუე.
დაიწყო მისვლა-მოსვლა, გაჩნდა შერიგების კონტურები და ზუსტად ამ დროს ეს ვიგინდარა აკეთებს ასეთ განცხადებას. თქვენ ნახეთ, რა ხდება რუსულ და აფხაზურ საიტებზე, უკვე ჰააგაც გაიხსენეს, სტრასბურგიც. აპირებენ ამ საკითხის თავიდან დაყენებას, რომელიც გადაწყვეტილი იყო ცალსახად, რადგან დამნაშავე ამაში რუსეთია“, - აღნიშნა ხაინდრავამ.
აფხაზეთის ომის ვეტერანების გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში გრძელდება. საქმე ეხება გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელზეც გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მუხლებით დაიწყო.