მედიაში გავრცელდა კადრები, რომელიც შონ DIDDY კომბსის დაკავებამდე ერთი საათით ადრეა გადაღებული
1727950620
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კახეთში საჯარო სკოლებს ეწვია.
გივი მიქანაძე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის მშენებლობისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ორივე სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. სკოლები აღჭურვილი იქნება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.
სკოლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. უზრუნველყოფილი იქნება კომპიუტერული ქსელებით, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემებით.
სოფელ ოზაანის საჯარო სკოლა 120 მოსწავლეზე, ხოლო სოფელ არაშენდას სკოლა 464 მოსწავლეზეა გათვლილი