გიული ალასანია ხალხს დასცინის, ქონება მემკვიდრეობით მერგოო, ამიტომ გამოძიებას უნდა უპასუხოს, როგორ გამდიდრდა - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ქონების წარმომავლობით უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილიც ინტერესდება და ამ საკითხზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. 

„როდესაც გიული ალასანია ამბობს, რომ მას 135 მილიონის ქონება წინაპრებმა დაუტოვეს, ამით დასცინის ხალხს და არაფრად აგდებს საზოგადოებრივ ინტერესს, მაგრამ არ მგონია, სასაცილოდ ჰქონდეს საქმე, როდესაც მას გამომძიებლის კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. აუცილებელია, დადგინდეს, როგორ გამდიდრდა ეს ქალბატონი, როგორ ჩაიგდო ხელში აურაცხელი ქონება და როგორ იქცა ის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად“, -  განაცხადა მაჭარაშვილმა.