წვიმა და ძლიერი ქარი - 5 აპრილამდე მოსალოდნელი ამინდი ქვეყნის მასშტაბით
1775210636
მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებას გამოეხმაურა.
პატიმარი ექსპრეზიდენტის დედის განცხადებით, მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგს მოიტანს და შეცვლის არსებულ ვითარებას. „ისე მაქვს ხელი ჩაქნეული ამ ქვეყანაზე, რომ მგონია, უკვე არაფერი აღარ მოიტანს შედეგს. ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით. ყველაფერი უნდა ისინჯოს.“ - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ჩალაძის მხრიდან გაკეთებული განცხადება ომის შესახებ არის რეალურად დანახული სურათი და არა მუქარა.