გიული ალასანია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ძალიან მადლობელი ვარ ევროპარლამენტარების - გიული ალასანია

გიული ალასანია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის, სადაც ევროპარლამენტარების ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ეხება.

„ძალიან მადლობელი ვარ ევროპარლამენტარების არა მარტო გუშინდელი დღისთვის, მანამდეც, არაერთი რეზოლუცია მოგვისმენია და გვინახავს“, - აღნიშნა ალასანიამ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.