„გირგვლიანი მორალურად არ იყო მართალი“ - მურმან დუმბაძე

murman dumbadze

ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ტელეწამყვანის კითხვებს მურმან დუმბაძემ უპასუხა.

კითხვაზე, რომელიც სააკაშვილისთვის წაყენებული ერთ-ერთი ბრალდების ეპიზოდს - გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებას შეეხებოდა, მურმან დუმბაძემ უპასუხა, რომ გირგვლიანი ამ საქმეში მორალურად მართალი არ იყო.

„მე გირგვლიანის მიტინგებში მონაწილეობას არ ვიღებდი, ირინა ენუქიძეს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ მიმაჩნდა რომ გირგვლიანი არ იყო მართალი. გირგვლიანი იმ სუფრასთან არ იყო მართალი, მოდის მესამე პიროვნება და ერევა სუფრაზე მყოფების ურთიერთობაში. გირგვლიანი არ არის მოკლული, რა იცით რომ მოკლეს. მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ ხალხთან მართალი. დამნაშავე უნდა დაიჭირონ, მაგრამ საქმის წამოწყების ინიციატორი გირგვლიანი იყო. სად წერია, რომ მოკლეს, გაიქცა, გადაიჩეხა და გარდაიცვალა. არ მოუკლავთ არც დანით არც იარაღით. მკვლელობის ფაქტი არ არის ჩადენილი, ამას ამბობს საქმის განმხილველი მოსამართლე მურუსიძე, დღევანდელი სასამართლო სისტემის მეთაური“ - განაცხადა გადაცემაში მურმან დუმბაძემ.