„მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდა...“ - ვინ არის ბუბა ონიანის რჩეული
1759348539
განგებ არღვევენ კანონს, გამოდიან ასეთი განცხადებებით, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სუს-ის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზვიად კუპრავას დაკავებას.
გიორგი ვოლსკის თქმით, ზვიად კუპრავა ცნობილია თავისი განცხადებებით და მოქმედებებით.
„განგებ არღვევენ კანონს, გამოდიან ასეთი განცხადებებით. ამ განცხადებებს კონკრეტული ქმედებებიც ახლავს. მათ შორის არის ზვიად კუპრავა, ცნობილი თავისი განცხადებებით, მოქმედებებით. დიდი ხანია მას ვიცნობთ, როგორც ლევან ხაბეიშვილის გარკვეულ ვარიაციას”, - აღნიშნა მან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზვიად კუპრავა დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, კუპრავას დაკავება უკავშირდება არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას. გამოძიების მასალების მიხედვით, 2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა ოთხი ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ.