პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1751907099
„შავი ფული“ და საერთოდ, ამ „შავი ფულის“ ტრიალი არც „ლელოსთვის“ არის უცხო და არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ანა წითლიძის განცხადება.
გიორგი ვოლსკის თქმით, მთავარი ამოცანა ამათთვის არის, რომ გაემიჯნონ ერთმანეთს და როგორმე იქნებ სხვადასხვა ფრონტიდან შემოუტიონ.
„ის შავ ფულზე ლაპარაკობს, ეს ლაპარაკობს სისხლიან წარსულზე. არის აქ გარკვეული დაპირისპირებები, მათ შორის, შიგნით „ლელოში“ ყველა ერთ ნოტაზე არ საუბრობს, ერთმანეთსაც ეჯიბრებიან ვინ უფრო უკეთესად შეძლებდა მარიონეტობას, არჩევნებში ჩართულები თუ ჩაურთველები. „შავი ფული“ და საერთოდ, ამ „შავი ფულის“ ტრიალი არც „ლელოსთვის“ არის უცხო და არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1751907099