6 თვის წინ დაკარგული მამაკაცის საქმეზე კონკრეტული პირების დაკავებას ითხოვენ - აქცია საგარეჯოში

აქცია

საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში 6 თვის წინ დაკარგული მამაკაცის საქმეზე კონკრეტული პირების დაკავებას ითხოვენ. ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ. 

42 წლის ნაზიმ ნაბიევის ახლობლები სამართალდამცველებს იმ ადამიანების დაკავებისკენ მოუწოდებენ, რომლებმაც მამაკაცი ბოლოს ნახეს.

ადგილობრივების განცხადებით, მამა - შვილს, რომლებსაც გაუჩინარებული ბოლოს შეხვდა, მისი დაკარგვის შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვთ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები ნაზიმ ნაბიევი სახლიდან 6 იანვარს გავიდა.
ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მსხვილფეხა საქონლის შესაძენად წავიდა და თან 32 ათასი ლარი წაიღო.

ნაბიევი ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახში მივიდა და მას შემდეგ, აღარავის უნახავს. თითქმის ექვსი თვეა, ახლობლებმა და სამართალდაცავებმა მის კვალს ვერ მიაგნეს.