გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: არჩევნებზე საკმარის ხმებს ვერ მიიღებენ - ერთი ადამიანიც არ არის, რომელიც დაკავშირებული არ იყოს სახელმწიფოს მიმართ ჩადენილ დანაშაულთან

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი „დღის ქრონიკაში“ აცხადებს, რომ ოპოზიცია არჩევნებზე საკმარის ხმებს ვერ მიიღებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე აღნიშნა, რომ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის წარსულიც ახსოვს და აწმყოსაც კარგად ხედავს.

„ერთი ადამიანიც არ არის, რომელიც დაკავშირებული არ იყოს ადამიანების ბედზე წიხლით გადავლით და სახელმწიფოს მიმართ ჩადენილი დანაშაულთან, რომელიც იმით დაგვირგვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. რადიკალური ოპოზიციის შორის გამოჩნდა ერთი ადამიანი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც არ აქვს სისხლის ლაქები, მაგრამ მისი რესურსი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეზიარა, იმავენაირად არის გათქვეფილი ამ ჯგუფში, როგორც ნებისმიერი სხვა - ლევან ხაბეიშვილი, მამუკა ხაზარაძე ან ალეკო ელისაშვილი. ალეკო ელისაშვილსაც ნაკლები ბოროტება მიუძღვის ქვეყნის მიმართ, მაგრამ ფაქტია,რომ ამ რეალობაში გათქვეფას იგივე პლატფორმაზე აყავს, სადაც ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე იმყოფებიან“ , - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.