გიორგი ვოლსკი: პარლამენტისთვის განსახილველად შეთავაზებული კანონპროექტები პირდაპირ პასუხობს ეროვნულ ინტერესებს

ვოლსკი

 მთელი რიგი კანონპროექტებია პარლამენტისთვის შეთავაზებული განსახილველად, რომლებიც პირდაპირ პასუხობს ეროვნულ ინტერესებს, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ

„პასუხობს საზოგადოების ინტერესებს, იქნება ეს დაწყებული ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლა, დამთავრებული იმ საკითხებით, რომელიც ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას სახელმწიფოში გადაწყვეტილებების მიღების დროს. არცერთი თემა არ ცდება იმ სტანდარტს, რასაც ჰქვია და ევროპული სტანდარტი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართება. სავარაუდოდ მესამე მოსმენით მტკიცდება ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგი და მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც მედიასტანდარტებისრეგულირებას ემსახურება. სისხლის სამართლის კოდექსში ბრუნდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაუქმებული „სამშობლოს ღალატის მუხლი". საკანონმდებლო დონეზე უქმდება სიტყვა გენდერი. საპარლამენტო საქმიანობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უქმდება არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობა. მიმდინარე კვირაშივე დეპუტატები მეორე მოსმენით იმსჯელებენ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზეც.