ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მიმართვას ავრცელებს
1750250557
ერთმანეთს ეტრაბახებიან ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია და ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი დღევანდელი ისტორიისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას.
დეპუტატი „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის ბორის-ჩელე ყურუას განცხადებას გამოეხმაურა.
„ზოგიერთი ევროპული ქვეყნის უმაღლესი დონის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები და არა თუ აღიარეს, არამედ პირდაპირ მიმართულება მისცეს როგორ უნდა განევითარებინათ რევოლუციური პროცესი. რაც ყველაზე საშინელია, სისხლი უნდა დაღვრილიყო და ამაზეც არავინ მალავდა თავის პოზიციას. კონკრეტულად აქცენტის ამ ადამიანზე [ბორის ჩელე ყურუა] გაკეთება არც არის საჭირო. მთელი უშველებელი ჯგუფია და არა მარტო „გირჩი ჯაფარიძის“ ხალხი, ერთმანეთს ეტრაბახებიან, ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია და ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი დღევანდელი ისტორიისთვის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ბორის ჩელე ყურუამ აღიარა, რომ რევოლუციას აწყობდნენ, რომელიც წარუმატებელი გამოდგა.