გიორგი ვოლსკი: ის შავი ფული, რომელიც ე.წ. ქოლცენტრებში დანაშაულებრივი მოქმედებებით არის მიღებული, არის სწორედ ის, რაც რადიკალური ოპოზიციის დიდ ნაწილს ასაზრდოებს

ვოლსკი

ის შავი ფული, რომელიც ქოლცენტრებში დანაშაულებრივი მოქმედებებით არის მიღებული, არის სწორედ ის, რაც რადიკალური ოპოზიციის დიდ ნაწილს ასაზრდოებს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, აღნიშნულის დამტკიცების შემტხვევაში, ოპოზიციას სერიოზული დარტყმა მიადგება.

„თუკი დადგინდება, რომ რეალობაა თუნდაც ის, რასაც „ბიბისი“ აშუქებდა სულ ახლახან კეზერაშვილთან დაკავშირებით, ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა ოპოზიციაზე, ვისაც კეზერაშვილი აფინანსებს. ის შავი ფული, რომელიც ქოლცენტრებში დანაშაულებრივი მოქმედებებით არის მიღებული, არის სწორედ ის, რაც რადიკალური ოპოზიციის დიდ ნაწილს ასაზრდოებს“, - აცხადებს ვოლსკი.

თბილისსა და ქუთაისში ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. თაღლითობა, ფულის გათეთრება, გადასახადებისგან თავის არიდება - სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ობიექტი, რომელშიც ფინანსური პოლიცია შევიდა, დავით კეზერაშვილის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელს ეკუთვნის. ალექსანდრე ნინუა კეზერაშვილის თავდაცვაში სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო და სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში ფიგურირებს.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, თანამშრომელთა დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, თანამშრომელთა ნაწილი კი სოციალურ ქსელში რადიკალურ ჯგუფებს მხარდაჭერას უცხადებს.