მარტივი ხერხი თუჯის ტაფის გასარეცხად, რათა მან წლების განმავლობაში გაძლოს
1759756680
ძალიან ადვილად გაიშიფრა ის ბნელი გეგმა, რომელიც კოლექტიურ ნაცმოძრაობას ჰქონდა, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ყველა დამნაშავემ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
„შედეგიც აქედან გამომდინარე დადგა. შესაბამისმა სტრუქტურებმა კარგად, პროფესიონალურად იმუშავეს. მახემ, რომელიც საზოგადოებისთვის, ოპოზიციურად განწყობილი ნაწილისათვის იყო დაგებული, არ იმუშავა იმ მასშტაბით, როგორც ჰქონდათ დაგეგმილი და შედეგიც აქედან გამომდინარე დადგა. რასაკვირველია, ადამიანებს ვინც გადაწყვიტა, რომ თბილისი, საქართველო უნდა დაინგრეს, საკადრისი პასუხი უნდა გასცეს კანონმა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
4 ოქტომბერს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ. მათ ჯებირები დააზიანეს და ეზოში შეღწევა შეძლეს, თუმცა, მათ სამართალდამცველებმა ეზო მალევე დაატოვებინეს.
სასახლესთან განვითარებული მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს. მათ აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
შსს-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს თბილისში დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე 15 პირია იდენტიფიცირებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე კი დაკავებულია 13 პირი.