გიორგი ვოლსკი: ბრიუსელის გეგმა არის გრძელვადიანი დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოს გამოყენება ამ გეგმაში

გიორგი ვოლსკი

საქართველოს დაზიანების მიზანი არის საქართველოს გამოყენება იმ დიდ დაპირისპირებაში, რომელსაც ბრიუსელი ცდილობს, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოაქციოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ BBC-ის სტატიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ბრიუსელის გეგმა არის გრძელვადიანი დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოს გამოყენება ამ გეგმაში.

„საქართველოს დაზიანება გამოიწვევს ხელისუფლების შეცვლას. ეს ფორმულა არის მათთვის სამოქმედო გეგმის მთავარი საფუძველი“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

BBC-ის რესპონდენტებმა რიტორიკა შეცვალეს. მათი თქმით, საგამოძიებო ფილმში ნახსენები ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხი საერთოდ არ უკვლევიათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოძიების კითხვებს იმ ადამიანებმა უპასუხეს, რომელთა ინფორმაციას და კვლევას BBC დაეყრდნო.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.